წესები და პირობები

ტერმინები:
„ვებ-გვერდი“ – შპს „საგანმანათლებლო ცენტრი “ჰორიზონტი““-ს (ს/ნ 405531116) საკუთრებაში არსებული და ამავე კომპანიის მართვის ქვეშ მყოფი (მისამართი: თბილისი, გიორგი შავგულიძის 9) ვებ-გვერდი https://languages.ge.
„მომხმარებელი” ან/და „თქვენ” – ნებისმიერ ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც იყენებს ვებ-გვერდს https://languages.ge
„წესები“ – ჩვენს მიერ დადგენილი წესები და პირობები, რომლითაც რეგულირდება ვებ-გვერდის გამოყენება.
წესები და პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას ჩვენსა და მომხმარებელს შორის. ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან/და ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ წაიკითხა და გაიგო წესები და სრულად ეთანხმება მათ.
თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებს და პირობებს ან მათ ნებისმიერ ნაწილს, გთხოვთ, შეწყვიტოთ ვებ-გვერდით სარგებლობა.
ვებ-გვერდის გამოყენება
ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის მიერ, პირადი გამოყენებისთვის.
დაუშვებელია:
• ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის, ვებ-გვერდის სტრუქტურის, გამოსახულების ან/და დიზაინის ნებისმიერი ფორმით მოდიფიცირება, გავრცელება, გადაცემა, ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში) ნებისმიერი მიზნით;
• ვებ-გვერდის არაავტორიზებული გამოყენება; თუ მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენი სახელით.
• ვებ-გვერდის გამოყენებისას, უკანონო/თაღლითური ქმედება, ცილისმწამებლური მიმართვა, მიუღებელი მიმართვების გამოყენება, ან სხვა ნებისმიერი ნეგატიური/არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება, ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს languages.ge- ს საქმიან რეპუტაციას;
• ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით.
ანგარიშსწორების წესი
მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საბანკო ბარათით.
საბანკო ბარათით გადახდის განხორციელებისას გაწეული მომსახურეობის საფასური ემატება პროდუქციის ღირებულებას.
„შპს საგანმანათლებლო ცენტრი “ჰორიზონტის““-ს ანგარიშზე მომხმარებლის მიერ, გადახდილი თანხის სრულად და ჯეროვნად ასახვის შემდეგ, კომპანია გაუხსნის წვდომას მომხმარებელს სასურველ კურსზე.
ანგარიშსწორების მეთოდი: უნაღდო.